მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში ათასობით ადამიანი  იღებს მონაწილეობას რასიზმის წინააღმდეგ გამართულ აქციებში, რომელსაც წინ უძღვის აშშ-ში 25 მაისს პოლიციის მიერ ჯორჯ ფლოიდის მკვლელობა.
შეუიარაღებელი შავკანიანი ადამიანი მოკლული იქნა მინეაპოლისში თეთრკანიანი ოფიცრის მიერ, რომელმაც ის მიწაზე დააგდო და თითქმის 9 წუთის განმავლობაში ყელზე მუხლის დაჭერით გუდავდა.
საპროტესტო გამოსვლები თავდაპირველად დაიწყო მინეაპოლისში და შემდეგ მოიცვა ასობით ქალაქი შეერთებული შტატების ტერიტორიაზე. არეულობასთან გასამკლავებლად ეროვნული გვარდიის ჯარები მინიმუმ 23 შტატში არიან განლაგებულნი.
უამრავი ხალხი შეიკრიბა კანადისა და მექსიკის ქალაქებშიც. მომიტინგეებს ჰქონდათ პლაკატები წარწერით: ,,უსამართლობა”.
სამხრეთ ამერიკა: ხალხმრავლობა იყო ბრაზილიის სიდიდით მეორე ქალაქ რიო-დე-ჟანეიროსა და არგენტინის ქალა ბუენოს-აირესში.
ევროპა: ევროკავშირმა განაცხადა,რომ შოკირებული და შეშფოთებულია ფლოიდის მკვლელობით,ამ ყველაფერს ,,ძალაუფლების ბოროტად გამოყენება” უწოდა და დაგმო ძალის შემდგომი გადაჭარბებული გამოყენება. რაც შეეხება დემონსტრაციებს, უამრავი ადამიანი გამოვიდა ევროპის სხვადასხვა ქალაქებში, მათ შორის ბერლინში, ლონდონსა და ამსტერდამში, მიუხედავად კორონა ვირუსით გამოწვეული აკრძალვებისა.
აფრიკა: მნიშვნელოვანი საპროტესტო ტალღა იყო აფრიკაშიც. აფრიკულმა კავშირმა მკაცრად დაგმო ფლოიდის მკვლელობა. ევროპის მსგავსად, შეშფოთებული შინაარსის განცხადებები გააკეთეს აშშ-ს საელჩოებმა კენიაში, სამხრეთ აფრუკაში, ტანზანიაში, უგანდაში,ზიმბაბვესა და კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში.
ახლო აღმოსავლეთი: ასობით ადამიანი შეიკრიბა თელ-ავივში, ჰაიფასა და აღმოსავლეთ იერუსალიმში, სადაც აპროტესტებდნენ ფლოიდის და ასევე ისრაელის პოლიციის მიერ მოკლული შეუიარაღებელი აუტისტი პალესტინელის მკვლელობას წარწერებით: ,,სამართლიანობა ჯორჯისთვის”, ,,სამართლიანობა ეადისთვის”
აზია: მიტინგები ტარდებოდა ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის მასშტაბით რამდენიმე ქალაქში.
ზემოთ მოცემულ ჩამონათვალში მოცემულია ის ადგილები, სადაც მნიშვნელოვანი პროტესტი მოხდა.საპროტესტო აქციები იგეგმება მთელი კვირის განმავლობაში მსოფლიოს რამდენიმე ქალაქში.

 

ავტორი: ქეთი სამადაშვილი