საქართველოში არის პარტიები, რომელსაც შეიძლება ნაყარ-ნუყარი დაუძახო, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.

„საქართველოში არის პარტიები, რომელსაც შეიძლება ნაყარ-ნუყარი დაუძახო, მანდ ვერ შევეკამათები, მაგრამ რევოლუციას რას შეეხება, გაუძღვეს და ვნახოთ ვინ გაჰყვება“, – აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, ემზადეთ რევოლუციისთვის – ასე მიმართა გიორგი არველაძემ ქართულ ოპოზიციას.

„შეწყვიტეთ თავის და ხალხის მოტყუება, რომ არჩევნებით რამე შეიცვლება! არჩევნები აღარ არსებობს!

თუ გამარჯვება და ქვეყნის გადარჩენა გინდათ, თუ გაქვთ ლიდერობის ამბიცია და თუ ჯერ კიდევ არ ჩაგიქნევიათ ხელი საქართველოს მომავალზე, ემზადეთ რევოლუციისთვის! გაფიცვები, პიკეტირება, დაუმორჩილებლობა…“

 

წყარო