ნატოს სამიტზე ივნისში  უკრაინის ალიანსში შესვლის “საგზაო რუკა” განიხილება. ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ ვარშავაში პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკისთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა,-იუწყება “Evropeyskaya Pravda”.

 

დუდამ აღნიშნა, რომ მომავალ სამიტზე ნატოს ქვეყნების სახელმწიფოთა და მთავრობების მეთაურები განიხილავენ უკრაინის უსაფრთხოებას და ამასთან დაკავშირებით, მთელ ცენტრალური ევროპის უსაფრთხოებას.

 

” არის კიდევ ერთი და მთავარი საკითხი რომელიც მდგომარეობს შემდეგში, რომ: უკრაინას ოფიციალურად მიეთითოს ის გზა, თუ როგორ უნდა იაროს მან, ჩრდილო – ატლანტიკური ალიანსის წევრობისკენ, წევრობის გზა, რომელიც ახლა ფუნდამენტური საკითხია და რომლისთვისაც უკრაინა იბრძვის”, – თქვა დუდამ და დასძინა რომ პოლონეთი, მხარს უჭერენ უკრაინას.

 

 

 

თამო თავხელიძე