ეს არის ბიძინა ივანიშვილისა და მისი გაუკუღმართებული სისტემის პოლიტიკურად მოტივირებული საქმე, რომელიც ანაკლიის პორტის პროექტის ჩაგდებას ემსახურებოდა – ასე ეხმაურება მოძრაობა “ლელოს” დამფუძნებელი საერთაშორისო ექსპერტების დასკვნას.

მამუკა ხაზარაძე ხელისუფლებას მოუწოდებს, სასწრაფოდ შეწყვიტოს პოლიტიკური დევნა. ხაზარაძე პირობას დებს, რომ არჩვენების შემდეგ, საუკუნის პროექტი აუცილებლად გაგრძელდება.

პირობას ვდებ ქართველი ხალხის წინაშე, ოქტომბერში “ქართულ ოცნებას” გავისტუმრებთ და საუკუნის პროექტს, რასაც ანაკლია და ანაკლიის ქალაქი ქვია, აუცილებლად დავიწყებთ, – ამბობს ხაზარაძე

ბადრი ჯაფარიძე კი ანაკლიის კონსორციუმის მორიგი შეთავაზებას ეხმაურება, რომელმაც ხელისუფლებას საარბიტრაჟო დავის შეწყვეტა და მოლაპარაკების განახლება შესთავაზე, რაზეც უარი მიიღო.

ხუთ დღეში გამოდის ეკონომიკის მინისტრი და ასრულებს პოლიტიკურ დავალებას და ამბობს, რომ ამ ხელშეკრულებას არ აღვადგენთ, – ამბობს ჯაფარიძე.

თიბისი ბანკის საქმეზე საერთაშორისო გამჭვირვალობამ ანგარში დღეს გამოაქვეყნა. დოკუმენტი, რომელიც ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებში საერთაშორისო ექსპერტის მასალებზე დაყრდნობითაა მომზადებული, ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეში დანაშაულის ნიშნებს გამორიცხავს.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ არ არსებობს რაიმე საფუძველი იმის დასამტკიცებლად, რომ მამუკა ხაზარაძემ, ბადრი ჯაფარიძემ ან ავთანდილ წერეთელმა, ინდივიდუალურად  ან ჯგუფურად, ფული გაათეთრეს.