“ივანიშვილი პოლიტიკურ განგმირვას უპირებდა უგულავას და პოლიტიკურად გააგმირა. რა თქმა უნდა, ამას ხედავენ „ოცნების“ ამომრჩევლებიც და ძალიან ბევრი წუხს ამაზე, მე მათ მინდა მივმართო, რომ არ არის ასე ყველაფერი დაკარგული, იმიტომ, რომ არ შეიძლება ქვეყნის მომავალი ერთ ადამიანს დაუკავშირდეს. ივანიშვილმა არ გაამართლა, თავად უნდა გავამართლოთ ყველამ, ვისაც ეს ქყვეყანა გვიყვარს. „ოცნებაში“ არის ხალხი, რომელსაც კონსტიტუციის ნაცვლად, რომელშიც ასამდე მუხლია, ორ-პუნქტიანი კონსტიტუცია აქვთ, იქ, პირველ პუნქტში წერია- ბიძინა ყოველთვის მართალია და მეორე პუნქტში წერია- როცა ბიძინა ცდება, იხილეთ პირველი პუნქტი.”

აღნიშნული განცხადება უსუფაშვილმა, “ტვ პირველის” პირდაპირ ეთერში გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ 15 მაისს, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პატიმრობაში მყოფი გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა.

წყარო