დოქტორი ახლო აღმოსავლეთის საკითხებში და მკვლევარი ანა ბორჩევსკაია თბილისში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება და ამბობს, რომ მილიარდერი ბიძინა ივანიშილი კვლავ აქტიურად არის ჩართული ქვეყნის მართვაში, მეტიც ბორჩევსკაია ამბობს, რომ ივანიშვილს პრორუსული მიდრეკილება აქვს.

 

” ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც ოფიციალურად დატოვა პოლიტიკური სცენა, კვლავ აკონტროლებს ვითარებას კულისებიდან. მან თავისი ფული რუსეთში იშოვა და რა თქმა უნდა, მას აქვს პრორუსული მიდრეკილება. სწორედ აქ არის ბევრი კითხვის ნიშანი, იმის შესახებ თუ რა ხდება. რა თქმა უნდა, თბილისში განვითარებული პროცესებით მოსკოვი ბედნიერია. ბოლო წლებია საქართველო მტკიცედ და წინ მიიწევდა ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ, ქვეყანამ ბევრი რამ შეძლო. ამ ყველაფრის შემდეგ ეს ვითარება ნამდვილად სამწუხაროა,”- ამბობს ბორჩევსკაია.

ბორჩევსკაიას მიაჩნია, რომ დასავლეთმა უფრო მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს სამხრეთ კავკასიაში არსებულ ვითარებას და გადადგას ქმედითი ნაბიჯები.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისში სპეცოპერაციას და მთავარი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ლიდერის დაკავებაზე ბორჩევსკაია ამბობს, რომ დაუშვებელი ქმედებაა დემოკრატიულ სახელმწიფოში.

 

 

amerikiskhma.com