პაოლო დიბალა. იტალიური გიგანტის, იუვენტუსის არგენტინელი ფორვარდი კორონა ვირუსით დაავადდა.

 

იუვენტუსის არგენტინელ თავდამსხმელმა კორონაზე პოზიტიური პასუხი მიიღო. დიბალაც და მისი შეყვარებული თავად აცხადებენ ინფორმაციას ინსტაგრამზე.

ეს უკვე იუვენტუსის მესამე ინფეცირებული ფეხბურთელია, ბლეიზ მატუიდისთან და დანიელე რუგანისთან ერთად.

 

დიბალამ ინსტაგრამზე გამოაქვეყნა პოსტი, რომ ის და მისი შეყვარებული ცნობილი არგენტინელი მომღერალი და მოდელი არაიანა საბატინი კორონათი არიან ინფეცირებულები. საბედნიეროდ ორივე კარგ მდგომარეობაში არიან.

 

შეგახსენებთ რომ იტალიში ყველანაირი სპორტული აქტივობა  შეჩერებულია 3 აპრილამდე.

 

წყარო: BBC

ავტორი: გიორგი ღონიაშვილი