იტალიაში, ბერგამოს რეგიონში კორონავირუსით, სულ მცირე, 28 მღვდელი გარდაიცვალა. ამის შესახებ გაზეთი Avvenire 19 მარტის მონაცემებით  წერს.

გაზეთის ინფორმაციით, ბოლოს ინფიცირებულ სასულიერო პირთა გარდაცვალების მიზეზი ქრონიკული დაავადება გახდა – ერთ მათგანს აღენიშნებოდა პნევმონიაც.

იტალიაში სულ ინფიცირების 53 578 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან ლეტალურად 4 825 დასრულდა, 6 072 კი გამოჯანმრთელდა.