იტალიაში ახალი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი ბოლო 24 საათში სამჯერ გაიზარდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში ვირუსისგან 527 პაციენტი განიკურნა, სულ კი ვირუსი 1966 -მა პაციენტმა დაძლია.

ისევ საგანგაშოა გარდაცვლილთა რიცხვი. გასული დღე-ღამის განმავლობაში 175 ადამიანი გარდაიცვალა. თუმცა, წინა დღესთან შედარებით, ეს მაჩვენებელიც შემცირებულია. გარდაცვლილთა საერთო ოდენობა 1441-ს შეადგენს.

ინფიცირების ახალ შემთხვევების რაოდენობა კი ბოლო 24 საათში 3500-ით გაიზარდა და 21 000-ს გადააჭარბა.