იტალიის ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროს ცნობით, იტალიის ხელისუფლებამ მარინა დი კარარას პორტში 140 მეტრიანი სუპერიახტა Scheherazade, რომელიც, სავარაუდოდ, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის საკუთრებაა, დააკავა.

 

სამინისტროს პრესრელიზში ნათქვამია, რომ იტალიის ფინანსური პოლიციის მიერ ჩატარებულმა გამოძიებამ დაადგინა, რომ გემს ჰქონდა “მნიშვნელოვანი ეკონომიკური და საქმიანი კავშირები” რუსეთის მთავრობის მაღალჩინოსნებთან და ევროკავშირის სანქციების ქვეშ მყოფ პირებთან.

 

ფინანსური უსაფრთხოების კომიტეტის წინადადებით, ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრმა დანიელ ფრანკომ გასცა ბრძანება შეჰერეზადეს იახტის ჩამორთმევის შესახებ, რომელიც „დიდი ხნის განმავლობაში იმყოფებოდა ხელისუფლების ყურადღების ქვეშ“, ევროკავშირის მიერ შემოთავაზებული შემზღუდავი ზომების მიღებამდე.

 

იტალიის სამინისტროს განცხადებით, იახტის მფლობელების ქმედებები “ძირს უთხრის ან საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას”.

 

 

 

იახტის ღირებულება 700 მლნ დოლარია,

 

 

თამო თავხელიძე