ისრაელში მიიღეს კანონი, რომელიც მთავრობას პარლამენტის თანხმობის გარეშე ახალი შეზღუდვების დაწესების უფლებას მისცემს

ისრაელში მიიღეს კანონი, რომელიც ქვეყნის მთავრობას პარლამენტის თანხმობის გარეშე, კორონავირუსთან დაკავშირებით ახალი შეზღუდვებისა და რეგულაციების დაწესების უფლებას მისცემს. BBC-ის ინფორმაციით, ამიერიდან ახალი კანონის მეშვეობით ისრაელის მთავრობას შეეძლება 24 საათის განმავლობაში ისეთი კანონები მიიღოს, როგორიცაა კარანტინის რეჟიმის დაწესება, სხვადასხვა ობიექტების დახურვა და რეგულაციების დაწესება.

მთავრობის გადაწყვეტილებას ოპოზიიცის წარმომადგენლები აპროტესტებენ. მათი მტკიცებით, ცვლილებები არადემოკრატიულია და ხელისუფლებას განუსაზღვრელ უფლებებს ანიჭებს.

2020-07-23T12:31:04+04:00ივლისი 23rd, 2020|