ისრაელში ჩინეთის ელჩი დუ ვეი საკუთარ საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

ამის შესახებ Bloomberg-ი წერს. ფაქტს ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროც ადასტურებს.

57 წლის დუ ვეი ისრაელში ჩინეთის ელჩად 2 თვის წინ დაინიშნა. ჩინელი დიპლომატის გარდაცვალების მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება.

 

წყარო