16 მაისს ისრაელის საჰაერო ძალებმა ღაზას სექტორში ის არსენალი დაბომბეს,  სადაც ტერორისტული ორგანიზაცია ჰამასი იარაღსა და საბრძოლო მასალებს ინახავდა,- ამის შესახებ “ინტერფაქსი”  ისრაელის მედიაზე დაყრდნობით იტყობინება.

გარდა ამ არსენალის დაბომბვისა,  ისრაელის თვითმფრინავებმა დარტყმა მიყენეს ღაზას სექტორის სამხრეთით მდებარე საწყობს. ისრაელი ჟურნალისტების თქმით, ჰამასი იქ, თავისი კატარღებისთვის ტექნიკას ინახავდა.

 

თამო თავხელიძე