გაეროს ადამიანის უფლებათა დამცველი 50 ექსპერტი ისრაელის დასავლეთ სანაპიროს ანექსიის გეგმას აკრიტიკებს, რომელიც მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროს ტერიტორიაზე ებრაული დასახლებების მშენებლობას გულისხმობს.

„ისრაელის მხრიდან ოკუპირებული ტერიტორიის ანექსია გაეროსა და ჟენევის კონვენციების უხეში დარღევაა და ის ადამიანთა ფუნდამენტურ უფლებებს ლახავს. ისრაელის ქმედებები ძალიან ჰგავს აპარტეიდს 21-ე საუკუნეში,“ – ნათქვამია გაეროს ექსპერტების განცხადებაში.

შეგახსენებთ, გასული წლის ივლისში ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ დასავლეთ სანაპიროს ტერიტორიაზე ისრაელის სუვერენიტეტი ვრცელდება და უახლოეს მომავალში იქ ებრაული დასახლებები აშენდება. აღსანიშნავია, რომ ისრაელის გეგმას მხარს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უჭერს. დღესდღეობით დასავლეთ სანაპიროს 140 დასახლებაში 600 000-ზე მეტი ებრაელი ცხოვრობს.