ისლანდიაში პაციენტი ახალი კორონავირუსის ერთდროულად ორივე შტამით დაინფიცირდა. ამის შესახებ ჟურნალი Reykjavík Grapevine -ი ბიოფარმაცევტული კომპანია deCODE genetics-ის ხელმძღვანელზე, კარი სტეფანსონზე დაყრდნობით წერს.
მეორე შტამი ჩინეთის უხანში აფეთქებული ვირუსის მუტაციის შედეგად განვითარდა. სპეციალისტის თქმით, ეს შემთხვევა შეიძლება განხილული იქნას, როგორც ორმაგი ინფიცირების პირველი დადასტურებული ფაქტი.
სავარაუდოდ, მუტაციის შედეგად მიღებული შტამი უფრო აგრესიულია, ვინაიდან სწორედ ამით დააინფიცირა პაციენტმა მასთან კონტაქტში მყოფი პირები.
ბაზაში არსებული ინფორმაციით, ისლანდიის მიღმა მსგავსი შემთხვევა ჯერ არ დაფიქსირებულა.
ახალმა კორონავირუსმა რომ მუტაცია განიცადა, ამის შესახებ ცნობილი მარტის დასაწყისში გახდა.