“პარლამენტის მოედანზე მდგარი უინსტონ ჩერჩილის ძეგლი მუდმივად გვახსენებს მის მიღწევებს ამ ქვეყნის და დანარჩენი ევროპის გადარჩენაში ფაშისტური და რასისტული ტირანიისგან.

აბსურდული და სამარცხვინოა, რომ ეს ეროვნული მონუმენტი ახლა აგრესიული მომიტინგეების თავდასხმის საფრთხის წინაშეა. დიახ, ის ხანდახან გამოთქვამდა მოსაზრებას, რომელიც დღეს ჩვენთვის მიუღებელია, მაგრამ ის გმირი იყო და ამ მემორიალს იმსახურებს.

ჩვენ ვერ შევცვლით და დავაცენზურებთ ჩვენს ისტორიას. ვერ მოვაჩვენებთ თავს, თითქოს განსხვავებული ისტორია გვაქვს. ჩვენს ქალაქებში მდგარი ქანდაკებები ჩვენმა წინა თაობებმა აღმართეს.

მათ განსხვავებული ხედვა ჰქონდათ, განსხვავებული გაგება სწორის და არასწორის. მაგრამ ეს ძეგლები გვასწავლის ჩვენს წარულს ყველა თავისი ნაკლით. მათი დანგრევა ისტორიის გაყალბება იქნება და მომავლ თაობებს განათლების საშუალებას წაართმევს”, – წერს ბორის ჯონსონი საკუთარ ტვიტერზე.