ინდოეთის მთავრობამ 59 ჩინური აპლიკაცია, მათ შორის, ცნობილი ვიდეოების აპლიკაცია TikTok-ი აკრძალა. ამის შესახებ ინფრომაციას მედია გამოცემა BBC-ი ავრცელებს.

ქვეყნის მთავრობის განცხადებით, აპლიკაციები ინდოეთისთვის საფრთხეს წარმოადგენს და “საზიანოა ინდოეთის სუვერენიტეტისთვის, ერთიანობისთვის, თავდაცვისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგისთვის”.

ინდოეთის ინფორმაციის ტექნოლოგიის სამინისტრომ ჩინური აპლიკაციების აკრძალვის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც სხვადასხვა წყაროდან არაერთი საჩივარი შევიდა, რომ აპლიკაციებით იპარავდნენ და ფარულად, უნებართვოდ გზავნიდნენ მომხმარებელთა ინფორმაციას.

აკრძალულ სიაში მოხვედრილ აპლიკაციებს შორისაა, მაგალითად როგორიცაა Facebook-ის მსგავსი WeChat-ი და Twitter-ის მსგავსი Weibo, რომელსაც სრულიად აკონტროლებს ჩინეთის მთავრობა. ამ სოციალურ ქსელებში პეკინისადმი კრიტიკული ინფორმაციის ან ამ ინფორმაციის სიმბოლოების შემცველი შინაარსის გაზიარებას სწრაფად ადებენ ცენზურას.

აღსანიშნავია, რომ პოპულარული აპლიკაცია TikTok-ი ჩინურმა კომპანიამ ByteDance-მ შექმნა საზღვარგარეთის ქვეყნების ბაზრებისთვის. TikTok-ი არის ჩინური აპლიკაციის Douyin-ის ანალოგი.

 

წყარო