ჩინეთმა კიდევ უფრო გაამკაცრა სასაზღვრო კონტროლი რუსეთთან და აშენებს კიდევ ერთ სარეზერვო საავადმყოფოს, რათა გაუმკლავდეს ჩრდილოეთ მეზობელიდან შემოსულ  კოვიდ -19 ინფექციას.
შაბათს ჩინეთმა იმპორტირებული ინფექციების 97 ახალი შემთხვევა გამოავლინა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია იმპორტირებულ შემთხვევებს შორის.

საზღვარგარეთიდან ჩინეთში შემოტანილი შემთხვევების საერთო რაოდენობამ 1,280 შეადგინა.

კვირას ჯანდაცვის ეროვნულმა კომისიამ ადგილობრივ მთავრობას სთხოვა, რომ მოემზადებინათ იმპორტირებული ინფექციის საწინააღმდეგო გეგმა, გრძელვადიანი პერსპექტივისთვის.

ჰეილოგიანგის ჩრდილო-აღმოსავლეთ პროვინციაში  სახელისუფლებო ძალებმა განაცხადეს, რომ კვირას ისინი გააძლიერებენ სასაზღვრო პატრულირებას და განახორციელებენ მკაცრ საკარანტინო ზომებს, ამასთან ერთად ისინი დაიწყებენ რუსეთიდან შემოსული ყველა ადამიანის ჯანმრთელობის შემოწმებას.
გამოცხადებული გამკაცრებული ზომების მიხედვით  ყველა საზოგადოებრივი შეკრება აიკრძალა, ასევე შეწყდა მატარებლების მომსახურება ჰეილოგიანგის პროვინციის დედაქალაქ სუიფენჰესა და ჰარბინს შორის. სიუფენჰეს მესვეურებმა უკვე დაიწყეს 13 სართულიანი საოფისე შენობის გადაკეთება საავადმყოფოდ კორონა ვირუსისგან მოახლოებული საფრთხის გამო. საავადმყოფო გათვლილი იქნება 600 ადამიანზე და ფუნქციონირებას უახლოეს დღეებში დაიწყებს.

ჰეილოგიანგის ადგილობრივი მთავრობა  გეგმავს 300 სამედიცინო მუშაკის გაგზავნას სუიფენჰეს საავადმყოფოში.
შეგახსენებთ რომ რუსეთსა და ჩინეთს გააჩნიათ 4,300 კილომეტრს (2,670 მილის) სასაზღვრო ზოლი სამი გამშვები პუნქტით:  ჰეილოგიანგი, ჯილინი და შიდა მონღოლეთი.

მანჟოლის, შიდა მონღოლეთის უმსხვილესი გამშვები პუნქტის გავლით რუსეთიდან შემოსული 34 ახალი შემთხვევა დადასტურდა. შიდა მონღოლეთს სულ 114 იმპორტირებული საქმე აქვს.

 

წყარო: scmp.com