საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე  ამბობს, რომ ახალი კორონავირუსის გავრცელების მხრივ საქართველოში მეტწილად ოჯახური და სამეგობრო კლასტერები გვხვდება და ახლა არ არის არც სამეგობროში, არც ოჯახში და არც ეკლესიებში შეკრების დრო:

“კიდევ და კიდევ ვრჩებით, ასე ვთქვათ, ერთ პოზიციაზე. რაც უფრო ნაკლები ადამიანი ვიკონტაქტებთ, ნაკლები კონტაქტები გვექნება. ძალიან მძიმეა ამის თქმა, მაგრამ ეს ეხება ყველას და ყვლეგან, მათ შორის, ეხება ეკლესიასაც, სამეგობრო წრეებსაც, ეს ეხება დიდ ოჯახურ თავყრილობებსაც.

ჩვენ რა შემთხვევებიც გვაქვს, რომ ქვეყანაში შემოვიდა [ვირუსი] და შემდეგ გავრცელდა, ეს იყო ოჯახური კლასტერები. ანუ, ოჯახებში არ იყო დაცული თვითიზოლაციის წესები. ეს იყო სამეგობროში გავრცელებული დაავადება. აქედან გამომდინარე, ყველას კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მქსიმალური სიფრთხილისაკენ. არ არის დღეს არც სამეგობროში შეკრების დრო, არც ოჯახებში დიდი შეკრებების დრო და არც არსად გარეთ, მათ შორის ეკლესიებშიც”, – ამბობს პაატა იმნაძე.