იმედი ვიქონიოთ, რომ ბატონი ბიძინაც რამდენიმე ათეული მილიონით შეეწევა საქართველოს ბიუჯეტს

დღეს, მთავრობამ მოსახლეობის დასახმარებლად 2 მილიარდი ლარი გამოყო. უღარიბეს ნაწილს კომუნალურებსაც უხსნიან.
იმის გათვალისწინებით, რომ უამრავი ადამიანი შემოსავლის გარეშე დარჩა ცხადია ეს არასაკმარისია, მაგრამ საქართველო ღარიბი ქვეყანაა, ესეც გავითვალისწინოთ.
განვითარებულ ქვეყნებში, რუსეთშიც კი, ეს დახმარება განუზომლად დიდია, მაგრამ მათ ამის საშუალება აქვთ. ამიტომ, არ ვეცემოდი და არ დავიწყებდი მთავრობის ლანძღვას.
აი, ოლიგარქის პოზიცია კი საინტერესოა. რუსეთში მილიარდერები კოლოსალურ (ათეულობით მილიონებს) თანხებს დებენ დასახმარებლად. იმედი ვიქონიოთ, რომ ბატონი ბიძინაც რამდენიმე ათეული მილიონით შეეწევა საქართველოს ბიუჯეტს.
წერს საკუთარი ფეისბუქის გვერდზე პოლიტიკოსი მამუკა გამყრელიძე.
2020-04-01T21:11:20+04:00აპრილი 1st, 2020|