იმდენად ბრიყვია ეს შეშლილი მანიაკი და შეპყრობილი ძალაუფლების დაბრუნების სურვილით, რომ მას ჰგონია, რომ ქართველ ხალხს კვლავაც მოატყუებს“, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიხეილ სააკაშვილის ვიდეომიმართვასთან დაკავშირებით განაცხადა.

„იმდენად ბრიყვია ეს შეშლილი მანიაკი და შეპყრობილი ძალაუფლების დაბრუნების სურვილით, რომ მას ჰგონია, რომ ქართველ ხალხს კვლავაც მოატყუებს. არცერთ შემთხვევაში. დღეს არის სხვა რეალობა საქართველოში. ჩვენი მოქალაქეები, ჩვენი ამომრჩევლები ძალიან კარგად აფასებენ როგორც სააკაშვილის მემკვიდრეობას, ასევე მის დანატოვარს, ცრუ დაპირებებს და ა.შ.

ასეთი სამარცხვინო მმართველები ქვეყანაში არათუ დაბრუნდებიან, პოლიტიკაშიც ვერ გაჩერდებიან. ჩვენი პოლიტიკური გუნდის და ჩვენი ამომრჩევლების საერთო ამოცანა უნდა გახდეს ამ დესტრუქციული, მოღალატეობრივი ძალის, ნაციონალური მოძრაობის და მისი ბელადის, სააკაშვილის მთლიანად პოლიტიკური ველიდან გაყვანა და ამას ჩვენ გავაკეთებთ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.