შვედეთიდან დაღესტანში, ნათესავებთან  ჩასული ახალგაზრდა გოგონა კინაღამ იძულებით  გაათხოვეს უცნობ მამაკაცზე.  უარის თქმის შემდეგ იგი სცემეს და მკვლელობით დაემუქრნენ. ამის შესახებ Open Media წერს ადამიანის უფლებების იურიდიული ინიციატივის იურისტის, ოლგა გნეზდილოვას მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით.

მისივე თქმით, შვედეთის ხელისუფლებამ პროექტის იურისტებს სთხოვა დაეხმარონ უცხო ქვეყნის მოქალაქეს სამშობლოში დაბრუნებაში. გოგონას ორმაგი მოქალაქეობა ჰქონდა – შვედეთი და რუსეთი.

როგორც აღმოჩნდა, 23 ივნისს 18 წლის გოგონა დაღესტანში ჩავიდა, რადგან მშობლებმა სთხოვეს ბაბუას მონახულება და ნათესავების ქორწილზე დასწრება. ჩამოსვლისთანავე მას უთხრეს, რომ უნდა დაქორწინებულიყო კაცზე, რომელთანაც მისი ნათესავები იყვნენ შეთანხმებულები.

გოგონამ უარი თქვა და მათ ცემა დაუწყეს, ბიძამ კი “სინდისის მკვლელობით” დაიმუქრა, რადგან ქორწინებაზე უარის თქმა ოჯახის სირცხვილს ნიშნავს.

 

მან დახმარება სთხოვა დედას, ბებიას, ბაბუას და მეორე ბიძას. იგი ითხოვდა,  რომ არ გაეთხოვებინათ, მაგრამ მათ სცემეს და უთხრეს, რომ უნდა დათანხმებულიყო, თუ არ სურდა დეიდას გვერდით დაეკრძალათ. ”- თქვა გნეზდილოვამ.

ნათესავებმა ქორწილში მოსაწვევებიც კი გაგზავნეს და სტუმრებისგან საჩუქრები შეაგროვეს. ძირითადად  კი, ფული და ოქრო. უფლებადამცველებმა მოიპოვეს დოკუმენტები, რომლებშიც აღწერილი იყო თუ, ვინ და რა რაოდენობის თანხა გაიღო ქორწილისთვის.

გოგონამ შეძლო შვედეთში მყოფი მეგობრის საშუალებით  შვედეთის პოლიციას დაკავშირებოდა.

29 ივნისს დაღესტნის პოლიციამ გოგონა მიიყვანა პოლიციის განყოფილებაში სასაუბროდ, მას შემდეგ რაც მან შეძლო დაღესტნის პოლიციის გამოძახება. იქ მან ნათესავების მხრიდან მუქარის შესახებ ისაუბრა. მეორე დღეს,  მან ქვეყანა დატოვა და შვედეთში გაემგზავრა.

 

 

თამო თავხელიძე