იბრძოლეთ ბოლომდე და გეყოფათ ხალხის ხარჯზე კომფორტში, სავარძელში ჯდომა

გრიგოლ ვაშაძის სკანდალურ განცხადებას ეხმაურება ქობულეთის მაჟორიტარობის კანდიდატი ნაციონალური მოძრაობიდან ბონდო თედორაძე და საკუთარ ფეისბუქის გვერდზე წერს: “მოლაპარაკება არა, ხელისუფლების განცხადება მხოლოდ ერთ საკითხზე! ჟვანიას გადადგომა და ხელახალი არჩევნების თარიღი!!!
თუ ვინმეს გეფიქრებათ პარლამეტში შესვლა, ისე ნამდვილად ვერ წავალთ პარტიიდან, სანამ ჩვენვე არ მოგამტრევთ ფეხევს! (არ არის მუქარა)
იბრძოლეთ ბოლომდე და გეყოფათ ხალხის ხარჯზე კომფორტში, სავარძელში ჯდომა (ეს უკვე ყველას გეხებათ)!
თუ ვინმე ვერ ხართ მზად, გაგვატარეთ ისინი ვიმც მზად ვართ და აუცილებლად მივაღწევთ შედეგს!”

2020-11-10T16:18:50+04:00ნოემბერი 10th, 2020|