რუსეთის პრემიერ-მინისტრს, მიხაილ მიშუსტინს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ მან ვლადიმერ პუტინთან ვიდეო-კონფენრეციის დროს განაცხადა.

ვისთან ჰქონდა კონტაქტი მიშუსტინს, ამის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ ვრცელდება. მთავრობის ხელმძღვანელის პრესმდივნის, ბორის ბელიაკოვის ინფორმაციით, ამ ადამიანების რაოდენობა ბევრი არ არის და თითოეული მათგანი იზოლაციაში იმყოფება, რომლებსაც ტესტები ჩაუტარდებათ.

პანდემიის გამოცხადების შემდეგ, რუსეთის მთავრობის დიდი ნაწილი დისტანციურ მუშაობაზე გადავიდა და პრემიერის ფიზიკური კონტაქტი მთავრობის სხვა წევრებთან მინიმალური იყო.

შეგახსენებთ, რომ უკვე რამდენიმე კვირაა დისტანციურ მუშაობაზე გადავიდა რუსეთის ლიდერიც. კრემლის ინფორმაციით, პუტინის საკონტანქო გარემო ძალიან ვიწროა და ის ჩინოსნებს იშვიათად ხვდება. ჰქონდა თუ არა მიშუსტინს პირდაპირი კონტაქტი პუტინთან, ინფორმაცია არ ვრცელდება.

 

წყარო: პრაიმტაიმი