აშშ-ში კორონა ვირუსის გავრცელებასთან ერთად იზრდება პროდუქტებზე მომხარებელთა რაოდენობა და პანიკურად საქონლის ამოყიდვის მცდელობა. თუმცაღა სანიტარულ და ჰიგიენურ საშუალებებთან ერთად ამერიკელები იარაღის მომარაგებასაც იწყებენ.

კალიფორნიაში, ალაბამასა და ნიუ-იორკში იარაღის მაღაზიებთან მყიდველთა რიგები დგას. ჯორჯიაში იარაღის მაღაზიის მფლობელი Fox 5-თან ინტერვიუში ამბობს, რომ მსგავსი რამ არასდროს უნახავს, არც ერთი პანდემიის დროს მომხდარა იარაღის მასობრივი შეძენა. Ammo.com-მა გამოაქვეყნა მონაცემები, რომლებიც აჩვენებს გაყიდვების უზარმაზარ ზრდას 11 დღის განმავლობაში, 4 მარტამდე.

შესყიდვების მასშტაბით ჩრდილოეთ კაროლინა და ჯორჯიის შტატი გამოირჩეოდა. ამ პროცესს გამოეხმაურა დონალდ ტრამპიც, რომელმაც ხალხს სიმშვიდისკენ მოუწოდა და საკვების საკმარის მარაგთან დაკავშირებით მიაწოდა ინფორმაცია. მიუხედავად იმისა, ტრამპი გააგრძელებს თუ არა ხალხის დარწმუნებას, იარაღის გაყიდვები კვლავ იზრდება.

აღსანიშნავია, დონალდ ტრამპის უფროსი შვილის ტვიტი, სადაც წერს, რომ მისი ,,მემარცხენე“ მეგობრები ინტერესით ადევნებენ თვალყურს იარაღის მოხმარების ასე მკვეთრ ზრდას.

 

წყარო: ფოქს ნიუსი

ავტორი: მარიამ ბარბაქაძე