კანადის პროვინციაში, ნიუ – ბრაუნსვიკში, ექიმები შეშფოთებულნი არიან ტვინის ადრე უცნობი დაავადების აღმოჩენით, რაც მეხსიერების დაკარგვას, ჰალუცინაციებსა და კუნთების ატროფიას იწვევს, იუწყება Guardian

 

დაავადების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა 2015 წელს.  ამ დაავადების დიაგნოზით 2019 წელს დარეგისტრირდა 11,  ხოლო 2020 წელს – 24 ადამიანი. მინიმუმ ხუთი პაციენტი უკვე გარდაიცვალა. ამჟამად დაავადებას 43 პაციენტი ებრძვის.

 

იდუმალი დაავადების სიმპტომები ჰგავს Creutzfeldt-Jakob დაავადების სიმპტომებს – თავის ტვინისა და ზურგის ტვინის დაზიანება, რაც იწვევს დემენციას, მოძრაობის დარღვევებს, ეპილეფსიურ შეტევებს და სიკვდილს.

 

 

ექიმების აზრით, თავდაპირველად პაციენტები უჩიოდნენ აუხსნელ ტკივილს, კრუნჩხვებს და ქცევის ცვლილებებს – სიმპტომებს, რომლებიც დეპრესიის ან შფოთვითი აშლილობის აღმნიშვნელია. მაგრამ 18-36 თვის განმავლობაში მათი შემეცნებითი შესაძლებლობები გაუარესდა, კუნთები ატროფირდა და კბილებმა კრაჭუნი დაიწყო. ზოგიერთ პაციენტს აღენიშნებოდა საშიში ჰალუცინაციები, მაგალითად, განცდა, რომ კანზე მწერები დაცოცავდნენ.

 

ექსპერტები ცდილობენ გაარკვიონ  თუ, რამ შეიძლება გამოიწვიოს ეს იდუმალი დაავადება და აქვს თუ არა კავშირი აღრიცხულ შემთხვევებს გარემო ფაქტორებთან, წყლის წყაროებთან, მცენარეებთან და მწერებთან.

 

ალბერტას უნივერსიტეტის ნეიროდეგენერაციული დაავადებების მკვლევარი ვალერი სიმ-ი, ამბობს, რომ  პაციენტებში ნეიროდეგენერაციული დაავადებების ძირითადი ნიშნები არ შეიმჩნეოდა, ხოლო  დაფიქსირებული სიმპტომები  ტვინის უმეტესი დაავდებებისთვის არატიპიური იყო.  ამავდროულად, ზოგიერთი სახის კიბოს,  არასწორად დასმულ დიაგნოზს შეუძლია  ეს შემთხვევები ახსნას.

 

ასევე მეცნიერის აზრით არ არის გამორიცხული, რომ დაავადების წყაროს პოვნა სერიოზულად გაძნელდეს.

 

 

თამო თავხელიძე

 

 

/inforesist.org/