გუგლი Google Chrome-ის ორ მილიარდ მომხმარებელს გამაფრთხილებელ შეტყობინებას უგზავნის

Google–ი Chrome-ის ორ მილიარდ მომხმარებელს გამაფრთხილებელ შეტყობინებას უგზავნის. კომპანია მოუწოდებს მომხმარებლებს განაახლონ ბრაუზერის (81.0.4044.113) ბოლო ვერსია. განახლება მნიშნელოვანია უსაფრთხოების მიზნით.

Chrome–ის ბრაუზერი 81.0.4044.113 გამოიყენება Windows-ის, Mac-ისა და Linux-ის პროგრამებში.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, თუ თქვენი Chrome-ის ვერსიას ვადა გაუვიდა, პოტენციური თავდასხმის მიმართ მოწყვლადი ხდებით.

“პროგრამული შეცდომების დეტალებზე და ლინკებზე შესაძლოა წვდომა შეიზღუდოს მანამ, ვიდრე მომხმარებლების უმრავლესობა არ განაახლებს Chrome-ს“, – აცხადებენ კომპანიაში.

 

წყარო: ფორბსი

 

2020-04-20T15:11:27+04:00აპრილი 20th, 2020|