საგანგებო მდომარეობისა რეჟიმის ხელემორედ დარღვევისთვის ადამიანი 6 წლამდე პატიმრობით დაისჯება – აი ეს კანონი მიიღეს დაჩქარებული წესით!
მთავრობის მიმართ ხალხის უკმაყოფილება უკიდურეს ზღვარს აღწევს, გრძნობენ ხალხის ზიზღს, ეშინიათ პროტესტის და ამკაცრებენ ზომებს.
მაგრამ პროცესში მთავარი ისაა, რომ ივანიშვილი დღევანდელ უმძიმეს ვითარებას იყენებს იმ დიქტატურის განსამტკიცებლად, რომელისკენაც ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევს!
დიახ, ყურს ნუ გჭრით – სწორედ დიქტატურისკენ მიიწევს და ცდილობს, ყველა ბერკეტი ჩაიგდოს ხელში, რომლითაც გაანეიტრალებს პოლიტიკურ ოპონენტებს.
ვირუსის გავრცელებასთან ბრძოლის „ეგიდით“ შემოგვიგდო ნორმა, რომელიც ამოქმედდება ნებისმიერი მომდევნო საგანგებო მდგომარეობის დროსაც
წერს საკუთარ ფეისბუქის გვერდზე ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია.