ბრაზილიის ქალაქ არაკატუბაში შეიარაღებულმა დაჯგუფებამ ერთდროულად რამდენიმე ბანკი გაძარცვა.

 

კრიმინალებმა  ბანკებიდან გამოყვანილი მძევლები, მანქანებზე  მიაბეს, როგორც ცოცხალი ფარები, იტყობინება,- Daily Mail0ი.

 

20 -მდე მძარცველმა შეიარაღებული ტყვიამფრქვევით, ბომბებითა და უპილოტო საფრენი აპარატებით  ქალაქის  ცენტრში მდებარე სამ ბანკზე ფრენა განახორციელეს.  ნადავლთან ერთად თავის დასაღწევად კი,  ბოროტმოქმედებმა ათი ადამიანი მძევლად აიყვანეს და მათი მანქანების სახურავებზე და საბარგულზე მიაბეს.

 

ბანდიტებმა ასევე ალყაში მოაქციეს ადგილობრივი სამხედრო პოლიციის განყოფილება და დამწვარი მანქანებით გადაკეტეს ქალაქისკენ მიმავალი ძირითადი გზები .

 

სოციალურ ქსელში ამ ფაქტთან უამრავი ვიდეოჩანაწერი გავრცელდა, რამდენიმეს კი ქვემოტ გთავაზობთ:

 

 

თამო თავხელიძე