პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გლობალიზაციის ეპოხის დასასრულის შესახებ გამოაცხადა. ამის თაობაზე Reuters-ი წერს.

 

ამერიკელი ლიდერის აზრით, კორონავირუსის აფეთქებამ აჩვენა, რომ გლოგალიზაციის ეპოქა დასრულდა.

 

„ახლა ჩვენ ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ამერიკაში!“ – ამბობს ტრამპი.

 

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ამერიკის პრეზიდენტი ჩინეთის წინააღმდეგ სანქციებს შემოიღებს, თუ ის უარს იტყვის კორონავირუსის გავრცელების მიზეზების გამოძიებაზე.

 

29 აპრილს მან ამერიკულ სპეცსამსახურებს ჯანმოსა და ჩინეთს შორის შესაძლო შეთქმულების გამოძიება დაავალა. ტრამპი ვარაუდობს, რომ მათ ერთობლივად დამალეს ვირუსის არსებობა.

 

ოფიციალური პეკინი ამ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს.