ნაციონალურ მოძროაბაში” გიორგი ვაშაძის კანდიდატურა პრემიერის პოსტზე არც განიხილებოდა, არც განიხილება და არც მომავალში იქნება განხილული – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.

„სხვა პარტიები თავისი სახელით ისაუბრებენ ამ თემაზე. მე შემიძლია გითხრათ “ნაციონალური მოძრაობის” სახელით, რომ “ნაციონალურ მოძროაბაში” გიორგი ვაშაძის კანდიდატურა პრემიერის პოსტზე არც განიხილებოდა, არც განიხილება და არც მომავალში იქნება განხილული“ – განაცხადა უდუმაშვილმა.

პირველად გიორგი ვაშაძის კანდიდატურა პარტია „კანონი და სამართალი” დამფუძნებელმა თაკო ჩარკვიანმა როგორც პრემიერობის საუკეთესო კანდიდატი დაასახელა.