გიორგი რურუა უნდა გათავისუფლდეს, სხვა ვერსიას ჩვენ არ განვიხილავთ

პარტია „ახალი საქართველოს“ თავმჯდომარის გიორგი ვაშაძის განცხადებით, 8 მარტის შეთანხმება, რომელსაც „ქართულ ოცნებასთან“ და ოპოზიციურ ძალებთან ერთად საერთაშორისო პარტნიორები ესწრებოდნენ, სრულად არ არის შესრულებული. ვაშაძის თქმით, შეთანხმების შესასრულებლად აუცილებელია, გიორგი რურუას გათავისუფლება და საარჩევნო სისტემის ცვლილება.

„8 მარტის შეთანხმება, რომელშიც „ქართულ ოცნებასთან“ და ოპოზიციურ ძალებთან ერთად ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა მიიღეს მონაწილეობა, სრულად ისევ არ არის შესრულებული. აღნიშნული დოკუმენტი რურუას გათავისუფლებას და საარჩევნო სისტემის ცვლილებას ითვალისწინებს. ამ ეტაპისთვის გათავისუფლებულები არიან გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი და ასევე გიორგი რურუა უნდა განთავისუფლდეს, სხვა ვერსიას ჩვენ არ განვიხილავთ,“ – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

2020-05-24T00:14:29+04:00მაისი 24th, 2020|