გიორგი რურუა უნდა გათავისუფლდეს. გასაგებია, რომ სალომე ზურაბიშვილი მას დღეს ვერ შეიწყალებდა, ვინაიდან ის ჯერ მსჯავრდებული არაა. არსებობს ბრალდებულის გათავისუფლების მექანიზმიც და თუ ის ვერ იქნება გამოყენებული, მე იმედს გამოვთქვამ, რომ სალომე ზურაბიშვილი შემდეგ მასაც შეიწყალებს, – ამის შესახებ პრეზიდენტის მიერ შეწყალებულმა „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგი უგულავამ განაცხადა.

„თუ გიორგი რურუა არ გათავისუფლდება, ბოიკოტი გაგრძელდება. არ არსებობს სანახევრო ფეხმძიმობა, არ არსებობს სანახევრო შეთანხმება. ჩვენ „ქართულ ოცნებას“ არ ვევაჭრებით. ივანიშვილისგან განსხვავებით, ამით არც ჩვენი პარტნიორები არიან დაკავებულები. გიორგი რურუა უნდა გათავისუფლდეს. გასაგებია, რომ სალომე ზურაბიშვილი მას დღეს ვერ შეიწყალებდა, ვინაიდან ის ჯერ მსჯავრდებული არაა. არსებობს ბრალდებულის გათავისუფლების მექანიზმიც და თუ ის ვერ იქნება გამოყენებული, მე იმედს გამოვთქვამ, რომ სალომე ზურაბიშვილი შემდეგ მასაც შეიწყალებს“, – განაცხადა უგულავამ.