„იმის მიუხედავად, რომ ჩვენ პოლიტიკური წარსული ერთი გვაქვს, ჩემი აზრით, განსხვავებები ბევრია“, – ასე უპასუხა „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა გიგი უგულავამ ჟურნალისტის კითხვას, თუ რა სხვაობაა „ევროპულ საქართველოსა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის.

„პირველი ვიტყვი იმას, რომ „ევროპული საქართველო“ არ არის პოპულისტური პარტია, მაშინ როგორც მეთოდზე, პოპულიზმზე ჩვენი კოლეგები ხშირად უარს არ ამბობენ. მოგეხსენებათ, დღეს მთელ მსოფლიოში პოპულიზმი ერთგვარად მოდაშიც არის. მეორე მხრივ, ჩვენ ორივე ვართ „იპპ-ის“ წევრი, პარტნიორები ვართ ამ თვალსაზრისით, გვაქვს ბევრი საერთო და ბევრი განსხვავება. ვუჭერთ მხარს დაბალ გადასახადებს, მცირე მთავრობას. ვერ ვიტყვი, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ შეცდომაზე არ საუბრობს, მაგრამ მიმაჩნია, რომ რეფლექსია აუცილებელია და ამის გარეშე მომავალიც არ გექნება. შეცდომებზე, რომელიც ჩვენ გვქონდა ღიად ვსაუბრობთ, არც მომრიდებია ამაზე საუბარი“, – განაცხადა გიგი უგულავამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ -ის ეთერში.