გიგი უგულავა თავისუფალია. მან ციხე უკვე დატოვა. როგორც მან განაცხადა, შეწყალების შესახებ ტელევიზიიდან შეიტყო. უგულავამ პრეზიდენტს მიღებული გადაწყვეტილების გამო მადლობა გადაუხდა და იმედი გამოთქვა, რომ საპატიმროს მალე დატოვებს გიორგი რურუაც, სხვა შემთხვევაში, შეთანხმება შესრულებულად არ ჩაითვლება.

საქართველო არ არის მარტო, ქვეყანა არ არის ჩალით დახურული და რაც არ უნდა ეცადოს ივანიშვილი, ამას ვერ იზამს. ჩვენ ვნახეთ საერთაშორისო ზეწოლა და წნეხი. იყო ერთსულოვნება და ამ ერთსულოვნებამ გამოიღო ის შედეგი. ქართული საზოგადოების გვერდით დადგა საერთაშორისო საზოგადოება, – განაცხადა უგულავამ ციხის დატოვების შემდეგ.

გიგი უგულავა ირაკლი ოქრუაშვილთან ერთად, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა დღეს შეიწყალა.