დეპუტატი, პარტია „სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარე, გია ჟორჟოლიანი ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის წერილს “არაკომპეტენტურს” უწოდებს.

მისივე თქმით, საქართველოს ევროკავშირთან ურთიერთობა ბევრ ფაქტორთანაა დაკავშირებული.

“ეს შანტაჟისმაგვარი წერილი საერთოდ არ არის ყურადღების ღირსი. არავინ  ჰკითხავს ფინანსებს ბატონ კუბილიუსს. ეს არის არაკომპეტენტური განცხადება და ჩვენი ურთიერთობა ევროკავშირთან დაკავშირებულია ძალიან ბევრ ფაქტორთან”, – აღნიშნა გია ჟორჟოლიანმა.

შეგახსენებთ, ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა განაცხადა, რომ ევროკავშირის მიერ საქართველოს 500 მლნ ევროთი დახმარების საკვანძო კომპონენტი დაკავშირებულია აღებული ვალდებულებების შესრულებასთან, მათ შორის, კანონის უზენაესობის კუთხით.

 

წყარო