გერმანული კონცერნი რუსეთს 13 მატარებლიდან 9-ს აღარ მიაწოდებს. მათ შეუძლიათ წავიდნენ ყაზახეთში ან უკრაინაში.

 

ახალი “საფსანი” აღარ იქნება. ეს არის სიმენსის მხრიდან, რუსეთის დატოვების ყველაზე ცნობილი შედეგი. რუსეთის რკინიგზის კომპანიამ (RZD) დაკარგა ჩქაროსნული მატარებლების მიწოდება და ტექნიკური მომსახურება, რომლებიც 2009 წლის ბოლოდან მოძრაობენ ქვეყნის ყველაზე პრესტიჟულ მარშრუტზე მოსკოვი – სანკტ-პეტერბურგი.

 

თავის მხრივ, გერმანული კონცერნის სარკინიგზო განყოფილებამ სახელწოდებით “Siemens Mobility” დაკარგა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საექსპორტო ბაზარი, როგორც ამას უკრაინაზე რუსეთის თავდასხმამდე მიიჩნევდნენ.

 

რუსეთის ნაცვლად „საფსანი-ს“ შეუძლია ყაზახეთში ან უკრაინაში წავიდეს- განუცხადა Siemens Mobility-ის პრესსამსახურმა ეკონომიკური ყოველკვირეული WirtschaftsWoche-ის რედაქციას.

 

კომპანია იმედოვნებს, რომ „შეძლებს მათ გამოყენებას რუსეთის ფარგლებს გარეთ“. კერძოდ: სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში იგივე სიგანის სარკინიგზო ლიანდაგით, როგორც რუსეთის ფედერაციაშია.

 

 

“სიმენსი

 

 

თამო თავხელიძე