ბერლინი, 8 ივნისი (სინჰუა) – გერმანიის დედაქალაქში, შარლოტენბურგის რაიონში ავტომობილი ბრბოს შეეჯახა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე  მეტი დაშავდა. ამის შესახებ ოთხშაბათს გერმანული საინფორმაციო სააგენტო DPA იტყობინება.

ადგილობრივი მედიის ცნობით,, ზოგიერთი  დაშავებული ადამიანის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა.

 

შემთხვევის ადგილზე პოლიციამ მძღოლია დააკავა, რომელიც  ორმაგი მოქალაქეობის მქონე ეროვნებით სომეხი მამაკაცია. ჯერჯერობით უცნობია, განზრახ დაეჯახა თუ არა ის ფეხით მოსიარულეებს, იტყობინება DPA.

 

ადგილობრივმა სახანძრო ბრიგადამ დაადასტურა მომხდარი და დასძინა, რომ შემთხვევის ადგილზე ასწრაფო დახმარების 60 პერსონალი იმყოფება.

 

აღნიშნული ტერიტორია შემოსაზღვრული იყო.

 

2016 წელს ამავე ქუჩაზე ტერორისტული აქტი მოხდა, რის შედეგადაც 13 დაიღუპა

 

 

 

თამო თავხელიძე