გერმანიაში, ბრიტანეთის საელჩოს თანამშრომელი, 57 წლის დევიდ ს.,  დააკავეს. იგი ეჭვმიტანილი იყო რუსული სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში,  ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის გენერალური პროკურატურა ავრცელებს. დეპარტამენტის ცნობით, დაკავებული მუშაობდა ბერლინში ბრიტანეთის საელჩოში, რომელიც  დაიქირავა უცხოურმა დაზვერვამ არა უგვიანეს 2020 წლის ნოემბრისა.

პროკურატურა ირწმუნება, რომ უცხოელ აგენტს მინიმუმ ერთხელ მაინც აქვს გადაცემული რუსული სპეცსამსახურის წარმომადგენელისთვის მისი პროფესიული საქმიანობისას მოპოვებული დოკუმენტები. თავისი საქმიანობისთვის დაკავებულმა მიიღო ფულადი ჯილდო, რომლის ოდენობაც ამჟამად დაზუსტებულია. მზვერავი დააკავეს გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის ერთობლივი გამოძიების ფარგლებში.  ბრალდებულის ჩხრეკა ჩატარდა  11 აგვისტოს. სასამართლო ეჭვმიტანილისთვის აღკვეთის ღონისძიებას აირჩევს. ივნისში, რუსეთის მოქალაქე დააკავეს გერმანიაში ჯაშუშობის ბრალდებით.

 

 

 

 

თამო თავხელიძე