იცით როდის დაიწყო “გავრილოვის ღამე”?
“გავრილოვის ღამე” დაწყო 2012 წელს, როცა ივანიშვილი მოვიდა საქართველოს ხელისუფლებაში და იმავე წელს “თავისუფალი ზონის” წევრი, დავით გოგოხია პუტინის გინებისთვის დააკავეს და გაასამართლეს.
გავრილოვის ღამე დაწყო 2013 წელს, როცა “თავისუფალმა ზონამ” დინამოს სტადიონთან გავრილოვის ვიზიტი გააპროტესტა და პოლიციამ აქცია დაარბია (ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით). იმ დღეს პოლიციამ ზონის სამი წევრი – ლაშა რუხაია, დავით გოგოხია და ირაკლი ჩხვირკია დააპატიმრა.
დიახ, “გავრილოვის ღამე” მაშინ დაიწყო, როცა ამ ფაქტს საზოგადოების მხრიდან სათანადო შეფასება არ მიეცა.
.
ასე რომ კარგი იქნება, თუ ამ ადამიანებსაც გავიხსენებთ, როცა გავრილოვის ღამეზე ვსაუბრობთ, არ იფიქროთ, რომ ან დათოს, ან ლაშას, ან ირაკლის მადლობა და პატივისცემა სჭირდებათ, არა, მათ ეს ნამდვილად არ აინტერესებთ, ისინი გულმართალი პატრიოტები არიან, მაგრამ ამ ადამიანების დაფასება და პატივისცემა სხვებისთვის უნდა იყოს სამაგალითო, ყველა უნდა ხედავდეს, რომ ამ ადამიანების გმირულ ბრძოლას (დიახ, გმირულ ბრძოლას, არ ვაჭარბებ) არ ვივიწყებთ და მათ სათანადო პატივს მივაგებთ.