ჩინეთის ქალაქ ვუჰანში კორონავირუსით დაავადებული პირველი ინფიცირებული გამოავლინეს, ვისგანაც  დაიწყო პანდემია. იგი,  ზღვის პროდუქტების გამყიდველი იყო და არა ბუღალტერი, როგორც ადრე გავრცელებულ ინფორმაიცებიდან გახდა ცნობილი. შესაბამისი კვლევა სამეცნიერო ჟურნალში Scienc-ში გამოქვეყნდა.

 

კვლევამ აჩვენა, რომ 41 წლის მამაკაცი, რომელიც ბუღალტერად მუშაობდა და  რომელიც მთელ რიგ კვლევებში პირველ კოროვირუსულ პაციენტად ითვლებოდა, მოგვიანებით ავად გახდა. მამაკაცი ამტკიცებდა, რომ მისი სიმპტომები სიცხით დაიწყო 16 დეკემბერს, მაგრამ ეს გამოწვეული იყო 8 დეკემბერს დაწყებული სტომატოლოგიური პრობლემებით. ეს ნიშნავს, რომ პირველი შემთხვევა არა ეს ადამიანი, არამედ გახლავთ  ზღვის პროდუქტების გამყიდველი, რომელიც მუშაობდა  Huanan Market-ზე და მისი კორონავირუსული სიმპტომები 2019 წლის 11 დეკემბერს დაიწყო. მეცნიერები ყურადღებას ამახვილებენ იმ ფაქტზეც, რომ ადრეული სიმპტომური შემთხვევების უმეტესობა დაკავშირებული იყო ბაზართან, კერძოდ, მის დასავლეთ ნაწილთან, სადაც ენოტისმსგვასი ძაღლები მრავლად არიან.

 

 

 

 

 

თამო თავხელიძე