“გამოჯამრთელებული ადამიანის პლაზმით და სისხლით მკურნალობა არის საკმაოდ მიღებული მეთოდი, საქართველოში ეს მეთოდი ჩვენ გამოყენებული გვაქვს სხვადასხვა დროს, მათ შორის ყირიმ-კონგოს ცხელების დროს, ინფექციურმა საავადმყოფომ გამოიყენა აღნიშნული მეთოდი. ამას სჭირდება ძალიან ბევრი გამოჯანმრთელებული ადამიანის სისხლი, იმისთვის, რომ შემდეგ ეს გამოიყენო ახალ მძიმე პაციენტებზე. ეს მეთოდი ცნობილია და ჩვენი კოლეგები, ინფექციონისტები ამაზე ფიქრობენ”

აშშ-ის საკვებისა და პრეპარატების ადმინისტრაციამ (FDA) მიიღო საგანგებო პროტოკოლი, რომელიც საშუალებას აძლევს ექიმებს, კორონავირუსული დაავადებით — COVID-19-ით დაავადებულ კრიტიკულად მძიმე პაციენტებს უმკურნალონ იმ პაციენტების სისხლიდან ამოღებული პლაზმით, რომლებმაც ვირუსი უკვე დაამარცხეს. ინფორმაციას ამის შესახებ NBC News ავრცელებს.

„ამ მიდგომას ნამდვილად აქვს მიღწევები, და რაც გასაკვირია, ეს იდეა სულ არაა ახალი. ის ჩვენთან ასი ან მეტი წლის განმავლობაში იყო“, — აცხადებს ჯეფრი ჰენდერსონი, ვაშინგტონის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის მედიცინისა და მოლეკულარული მიკრობიოლოგიის ასოცირებული პროფესორი.

ამ მეთოდის გამოყენებისას ვირუსის წინააღმდეგ მებრძოლ ანტისხეულებს უკვე განკურნებული პაციენტის პლაზმიდან დაავადებულს გადასცემენ. მეთოდს გამოიყენებდნენ 2002 წლის SARS-ის ვირუსისის დროსაც და პირველადი მონაცემებით, მეთოდი შეიძლება ეფექტიანი იყოს COVID-19-ის შემთხვევაშიც.