ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია თანამდებობის დატოვებას აპირებს.

“მინდა დავამშვიდო ჩვენი მოქალაქეები, პრემიერ-მინისტრი არსად წასვლას არ აპირებს. ეს გამოხმაურება სავარაუდოდ გამოწვეული იყო სწორედ იმ ეფექტური მართვიდან გამომდინარე, რომელიც პრემიერ-მინისტრმა აჩვენა პანდემიასთან ბრძოლის პერიოდში”, – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.