“ველოდებით მეორე უარყოფით პასუხს პაციენტზე, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაში იყო, გახარებული ვართ, რადგან ასეთი რთული პაციენტების გამოჯანმრთელებაც შესაძლებელია“,- ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორმა ლალი ტურძელაძემ განაცხადა. ( საუბარია ბელგიიდან ჩამოსულ ქალზე, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაში იყო).

„რაც შეეხება ერთ პაციენტს, რომელსაც გუშინ ავუღეთ ტესტი და იყო უარყოფითი, პირველად შემოყვანილი, 15-ში შემოყვანილი პაციენტია, ძალიან გვიხარია”.

“დღეს ავიღეთ მეორე ტესტი და პასუხს ველოდებით საღამოს. ბელგიიდან ჩამოსულია, ასეთი ისტორია აქვს მას. იყო უმძიმეს მდგომარეობაში მორბიდული სიმსუქნით, გულ-სისხლძარღვთა უკმარისობით, არტერიული ჰიპერტენზიით, შაქრიანი დიაბეტით, ისე, რომ თითქმის იმედი არ იყო, მაგრამ ძალიან გახარებულები ვართ, რადგან ასეთი რთული პაციენტების გამოჯანმრთელებაც შესაძლებელია. ველოდებით მეორე უარყოფით პასუხს”. – აღნიშნა ლალი ტურძელაძემ.

 

წყარო: პრამ ტაიმი