გაერო: ყველა რელიგიური შეხედულება ანულირდება, თუ არ დაემთხვევა გაეროს შეხედულებას ადამიანის უფლებების შესახებ

ამ განცხადებამ  კრიტიკოსთა მწვავე შეფასებები დაიმსახურა. ფაქტობრივად, რელიგიურ შეხედულებებს ე.წ. ცენზურას უწესებენ.  აჰმედ შაჰიდი აცხადებს, რომ რელიგიურმა თანასწორობამ უკვე ზენიტს მიაღწია.

„რელიგიური შეხედულებები არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ქალების, გოგონებისა და ლგბტ თემის წარმომადგენელთა მიმართ ძალადობის ან დისკრიმინაციისთვის.“ ‒ ამბობს ის.

შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ქრისტიანული სწავლების მიხედვით, ქალის მიერ ქმრისადმი მორჩილებისადმი მოწოდება ან ჰომოსექსუალიზმის ცოდვად აღიარება, მომავალში გაეროს მხრიდან დისკრიმინაციად იქნება აღქმული.

აჰმედ შაჰიდი ასევე აცხადებს, რომ კანონები, რომლებიც ტრადიციულ მორალზეა დაფუძნებული და რომლებსაც, ძირითადად, რელიგიური ხასიათი აქვს, უნდა გაუქმდეს, თუ ისინი არ შეესაბამება გაეროს ექსპერტთა მოსაზრებებს.

კრიტიკოსები ამბობენ, რომ შაჰიდის პოზიცია ცხადყოფს, რომ იგი ცდილობს, ხელი შეუწყოს უკიდურეს მემარცხენე იდეოლოგიას გაეროს შიგნით, მისი პოზიციიდან გამომდინარე.

2020-03-20T23:36:33+04:00მარტი 20th, 2020|