ჩემო საყვარელო ქვეყანავ!
აქ მაცხოვრებელო ნებისმიერი ერის და კონფესიის ადამიანებო, რომლებსაც გიყვართ საქართველო მოგმართავთ თითოეულ თქვენთაგანს!
მე ვარ გიორგი ვაჟას ძე კორკოტაშვილი(კორკოტა) დაბადებული 1959 წლის 16.11. ქალაქ თბილისში.
ვარ ჩვეულებრივი ცოდვილი მართლმადიდებელი,რომელიც ღვთისკენ მიმავალ მართალ გზას ვეძებ!
ამ ღირსეული გზის ძებნაში მაგრად დამეხმარნენ მშობლები, ბებია, ჩემი უფროსი მეგობრები, ჩემ ქალაქში და ქვეყანაში არსებულმა გარემომ, რომელიც მამაპაპურ წეს-ჩვეულებებზე მზრდიდა და ნაკლები შეცდომის დაშვების უფლებას მაძლევდა!
ვეცადე მოცემულ სიტუაციაში 5-6 თვეა გარედან მეყურებინა რა ხდებოდა ჩემს სამშობლოში!
უმოქმედობისაგან შეურაცხყოფილს გული კინაღამ გამისკდა!
მე და დაახლოებით 100 კაცმა, რომელთათვისაც ღირსება ყველაფერს ნიშნავს გადავწყვიტეთ უღირსობას და თვალთმაქცობას გამოუცხადოთ სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა!
10-15 დღე ავიღებ ტაიმაუტს, რათა რეალურად შევაფასოთ
ჩემს თანამოაზრეებთან ერთად ჩვენი პოზიციები, დავაორგანიზოთ ეს ყველაფერი, კონსულტაციები გავიაროთ ღირსეულ პატრიოტ ადამიანებთან და საქმის პროფესიონალებთან, რომელნიც შეურაცხყოფილები და მიგდებულები არიან დღეს.
სიტუაციის შესწავლის შემდეგ მოგახსენოთ სოციალური ქსელით(ტელევიზიები ჩაკეტილი გვაქვს) რის გაკეთებას ვაპირებთ, რომ დარჩენილი ღირსება მაინც არ დაკარგოს ქვეყანამ!
გვისურვეთ, თქვენთან ერთად ვინც გადაწყვეტთ ერთად ბრძოლას, მართალ საქმეში გამარჯვება!
ღირსეული ხალხი მაინც დავდგეთ ერთად!
კითხვებზე გიპასუხებთ მარტო პირადში!
მომიტევეთ კადნიერება!
დროებით.
ღმერთმა ძალა მოგვცეს მართალ საქმეში!

ჩემო საყვარელო ქვეყანავ!აქ მაცხოვრებელო ნებისმიერი ერის და კონფესიის ადამიანებო, რომლებსაც გიყვართ საქართველო…

Geplaatst door Gia Korkotashvili op Zondag 24 mei 2020