G20- ის ქვეყნებმა, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პასპორტის შემოღების შესახებ ისაუბრეს,-იტყობინება, Bloomberg-ი, G20- ის ერთობლივი განცხადების პროექტის მითითებით.

 

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ პანდემიამ შექმნა შესაძლებლობა “ჩამოყალიბდეს უფრო მდგრადი, გამძლე და ინკლუზიური ტურიზმის სექტორი”. როგორც ამბობენ, მოგზაურობისა და ტურიზმის აღდგენა კრიტიკულია გლობალური ეკონომიკის აღდგენისთვის, რადგან ეს სექტორი გავლენას ახდენს სხვა დარგებზეც.

 

ევროკავშირის წევრი ქვეყნები აპირებენ საზღვრების გახსნას შედარებით დაბალი ინფექციის მქონე ქვეყნების ტურისტებისთვის, ასევე მათთვის, ვინც სრულად არიან ვაქცინირებული კორონავირუსის ინფექციის წინააღმდეგ.

 

 

 

თამო თავხელიძე