G20- 79 ქვეყანა 1 წლით თავიდან აიცილებს საგარეო ვალების გადახდას

პერიოდს რომლსაც ახლა გავდივართ, “დიდ იზოლაციად” ( great lockdown ) შეიძლება მოვიხსენიოთ.
დიდმა იზოლაციამ საფრთხე შეუქმნა არა მხოლოდ სუსტი ეკონომიკის მქონე ქვეყნებს, ასევე ისეთ ძლიერ ქვეყნებს როგრიცაა აშშ, გაერთიანებული სამეფო და ა.შ.
დღეს მსოფლიო ორ ფრონტზე იბრძვის. პანდემიასთან და მისგან გამოწვეულ ეკონომიკურ სირთულეებთან.
მთავარი პრობლემა იმაში მდგომარეობს რომ ფულმა ბრუნვა შეწყვიტა. გამოსავლის პოვნა კრიზისიდან  მდიდარი ქვეყნებისთვის უფრო მარტივი იქნება, ვიდრე მწირე ეკონომიკის მქონე ქვეყნებისთვის.
ქვეყნები რომელთაც აქვთ დემოკრატიული წყობილება და დაცული ბაზრები, შედარებით ადვილად  შეძლებენ თავიანთი ეკონომიკის დასტიმულირებას. სხვადასხვა ძლიერი ქვეყნის ხელისფულებები  ყველა ღონეს ხმარობენ,  რომ ქვეყანა კრიზისიდან ამოვიდეს და ფულმა ბრუნვა გააგრძელოს. ეს პროცესი ხარჯვის უნარს შექმნის რომელიც ნაბიჯნაბიჯ ამოიყვანს თავიანთ სახელმწიფოებს კრიზისიდან.

G20– ის ფინანსთა მინისტრებმა, საუდიის არაბეთის ფინანსთა მინისტრის მუჰამედ ალ ჯადანის ხელმძღვანელობით,  მსოფლიო ბანკთან ერთობლივი შეთანხმების საფუძველზე მიიღეს გადაწყვეტილება კრედიტების 12 თვიანი, უპროცენტო შეჩერების შესახებ.

ეს ნიშნავს იმას რომ ქვეყნები რომლებიც გამოირჩევიან სუსტი, არამყარი ეკონომიკით, 1 წლით თავიდან აიცილებენ საგარეო ვალების გადახდას, რაც სუსტი ეკონომიკის მქონე ქვეყნებს გამოუთავისუფლებს საკმაოდ დიდი რაოდენობის თანხებს  საკუთარი ეკონომიკის სტიმულირებისა და გადარჩენისთვის.
მსოფლიო ბანკის თავმდჯომარე დევიდ რობერტ მელფესი ამ გადაწყვეტილებას იხსენიებს როგორც სწრაფ და ძლიერ მოქმედებას მილიონობით ადამიანის გადასარჩენად.
დახმარება მოიცავს მსოფლიოს, 79 ქვეყანას რომელთა ეკონომიკებსაც კოვიდ 19-ი ყველაზე დიდ საფრთხეს უქმნის.

 

ავტორი:გიორგი ღონიაშვილი

წყარო: south china morning post

2020-04-16T17:07:16+04:00აპრილი 16th, 2020|