Freedom House-ის ახლად გამოქვეყნებულ ანგარიშში, რომელიც „დემოკრატიული ფასადის მოშორების“ სახელითაა ცნობილი, ნათქვამია, რომ მმართველ პარტიას, მის მიერ გაცემული დანაპირები რომ შეესრულებინა, ქვეყნის სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, ეს მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მისი გამარჯვების შანსს შეამცირებდა.

ანგარიშის თანახმად, დანაპირების შეუსრულებლობით გამოწვეული კრიზისი რამდენიმე თვეში მხოლოდ ევროპელი და ამერიკელი დიპლომატების ჩართულობის შემდეგ განიმუხტა.

„2020 წლის თებერვალში საქართველოში ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პარლამენტი პროტესტის ნიშნად დატოვეს მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ უკან დაიხია თავისი დანაპირების შესრულებაში, რომ ქვეყანას სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადაიყვანდა. აღნიშნული სისტემა, დანერგვის შემთხვევაში, მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტიის გამარჯვების შანსებს შეამცირებდა. არსებული კრიზის განმუხტვა მხოლოდ მიმდინარე წლის მარტში მოხერხდა, როდესაც პროცესებში ევროპელი და ამერიკელი დიპლომატები ჩაერთვნენ და დაეხმარენ მხარეებს, რომ მიეღწიათ შეთანხმებისთვის“, – ნათქვამია Freedom Houses- ის ანგარიშში.