Facebook-მა დაიწყო იმ პოსტების წაშლა, რომელიც საპროტესტო აქციების მოწყობისკენ მოუწოდებს ადამიანებს და კარანტინის წესებს ეწინააღმდეგება. ამის შესახებ ინფორმაციას Facebook-ის პრესამსამსახურის ხელმძღვანელი ენდი სტოუნი ავრცელებს.

 

წაშლილი პოსტები ეძღვნებოდა მიტინგებს კალიფორნიაში, ნიუ-ჯერსიში და ნებრასკაში. სტოუნის თქმით, პოსტები შტატების ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების შემდეგ წაშალეს.

 

„ღონისძიებები, რომლებიც ხელისუფლების მოწოდებას ეწინააღმდეგება სოციალური დისტანციის შესახებ, არ დაიშვება Facebook-ზე“, – განაცხადა სტოუნმა.

 

აშშ-ში პროტესტების ტალღა გასულ კვირას დაიწყო, მას შემდეგ, რაც უმრავლესობა შტატში კარანტინის წესები გაახანგრძლივეს.